Jok.ge-ს პორტალზე წარმოგიდგენთ პოპულარული კარტის თამაშ ”ჯოკერი”-ს კომპიუტერულ ვერსიას,
რომლის თამაში შესაძლებელია მხოლოდ ონლაინში. აქ თქვენ ეთამაშებით მხოლოდ ონლაინ მოთამაშეებს.
ონლაინში თამაში უფასოა.
ჩვენთან, თქვენ გეძლევათ საშუალება, ითამაშოთ ჯოკერი:
- ჩვეულებრივი (1-დან 8-მდე, შემდეგ ცხრიანები, შემდეგ 8-დან 1-მდე, შემდეგ კი ისევ ცხრიანები
- მხოლოდ ცხრიანები (ოთხივე ცხრიანები)
- იაპონური ჯოკერი
იაპონურ ჯოკერს გააჩნია განსხვავებული ლოგო:

ჯოკერი
|

იაპონური ჯოკერი
|

მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს როგორც ღია ასევე დახურულ მაგიდაზე
- ღია მაგიდა - ღია მაგიდაზე შესვლის შემთხვევაში
თქვენ ეთამაშებით იმ მომენტისთვის ონლაინში მყოფ მოთამაშეებს
- დახურული მაგიდა - დახურულ მაგიდაზე შესვლის შემთხვევაში,
მოთამაშემ უნდა გაუგზავნოს ამ მაგიდის მოსაწვევი თავის მეგობრებს. მხოლოდ ამ გზით მოხვდებიან
სხვა მოთამაშეები ამ მაგიდაზე
დახურული მაგიდის მოსაწვევი არის რამდენიმე ტიპის:
- მაგიდის ნომერი - შეგიძლიათ უთხრათ თქვენს მეგობრებს
5 ნიშნა მაგიდის ნომერი და ის როდესაც შეიყვანს ან ნომერს თამაშის გვერდზე, ავტომატურად
მოხვდება თქვენს მაგიდაზე
- Skype - Skype-ის ღილაკზე დაჭერით თქვენ მიიღებთ
მაგიდის ლინკს, რომელიც შეგიძლიათ გაუგზავნოთ ნებისმიერ თქვენს მეგობარს ინტერნეტის
საშუალებთ, მასზე დაკლიკვით კი დახურულ მაგიდაზე მოხვდება
- Facebook - შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს
სოციალური ქსელის მეშვეობით
- Forum - შეგიძლიათ თბილისის ფორუმის მზა კოდი აიღოთ
და დაპოსტოთ, პოსტზე დაკლიკვით კი თქვენს მაგიდაზე მოხვდებიან
თამაშის დაწყებისას ხდება ატუზვა, ვისაც ტუზი ამოუვა ის არიგებს პირველი. თამაში შედგება
4 ნაწილისგან ("პულკისგან") და თითოეულ ნაწილში არის გარკვეული რაოდენობის დარიგება.
- პირველ ნაწილში არის 8 დარიგება, პირველად ყველა მოთამაშეს ურიგდება თითო-თითო კარტი,
მეორედ - ორ–ორი, და ა.შ. 8–მდე.
- მეორე ნაწილში არის 4 დარიგება და ოთხჯერვე ცხრა–ცხრა კარტი რიგდება.
- მესამე ნაწილში არის 8 დარიგება, პირველად რიგდება რვა–რვა კარტი, მეორედ - შვიდ–შვიდი
და ა.შ. 1–მდე.
- მეოთხე ნაწილში არის 4 დარიგება, ისევე როგორც მეორეში და ოთხივეჯერ რიგდება ცხრა–ცხრა
კარტი.
თითოეული დარიგებისას მოთამაშე აფიქსირებს რამდენის წაღება სურს, იმის მიხედვით თუ
რეალურად რამდენს წაიღებს მას ეწერება შესაბამისი ქულა.
თამაშში არის 36 კარტი, ექვსიან ყვავის და ექვსიან ჯვრის ნაცვლად არის 2 ჯოკერი.
თამაშში არის კოზირის 5 ტიპი: გული, აგური, ჯვარი, ყვავი, ბეზი (ანუ კოზირი არცერთი
ფერი არ არის). ყოველი დარიგებისას რიგდება კოზირიც. თუ კოზირი არის ჯოკერი ეს ნიშნავს
იმას რომ კოზირია "ბეზი". 9 კარტის დარიგების შემთხვევაში კი დამრიგებელის მომდევნო
მოთამაშე (საათის ისრის მიმართულებით) ირჩევს კოზირს პირველი 3დარიგებული კარტის მიხედვით.
თუ მოთამაშის ”ტარებაა” შეუძლია აცხადოს:
მაღალი ”ფერი” (გული, აგური, ჯვარი, ან ყვავი), ამ დროს დანარჩენი მოთამაშეები ვალდებული
არიან ჩამოვიდნენ ნაცხადები ფერის ყველაზე მაღალ კარტს. თუ არ აქვთ ნაცხადები ფერის
კარტი მაშინ ნებისმიერ კოზირს. თუ არც კოზირი არა ყავთ მაშინ ნებისმიერ კარტს.
წაიღოს ”ფერმა” (გულმა, აგურმა, ჯვარმა, ან ყვავმა), თუ მოთამაშეს გააჩნია ნაცხადები
ფერის კარტ(ებ)ი იგი ვალდებულია ჩამოვიდეს ერთ–ერთ მათგანს. თუ არ აქვს ნაცხადები ფერი
მაშინ ვალდებულია ჩამოვიდეს ნებისმიერ კოზირს, თუ კოზირიც არა აქვს მაშინ ნებისმიერ
კარტს.
თუ არ არის მოთამაშის ”ტარება” შეუძლია:
მოჯოკროს - ამ დროს ნატარები კარტი მიაქვს იმ მოთამაშეს, ვინც მოჯოკრა.
ქვევიდან დადოს ჯოკერი - მაუსზე მარჯვენა კლიკით. ამ დროს ხდება ნატარები კარტის გატანება.
რისი ჩამოსვლის უფლება აქვს მოთამაშეს:
მოთამაშეს თუ ყავს ნატარები ფერის კარტ(ებ)ი, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ერთ–ერთ მათგანს.
თუ არა ყავს ნატარები ფერის კარტი, მაშინ აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ერთ–ერთ კოზირს,
ხოლო კოზირის არქონის შემთხვევაში კი ნებისმიერი კარტის ჩამოსვლის უფლება აქვს. მოთამაშეს
ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ჩამოვიდეს ჯოკერს (მოჯოკროს ან გაატანოს).
თუ ჩამოსულ კარტებში არის ჯოკერი (მოჯოკვრით) მიყავს ჯოკერს.
თუ ჩამოსულ კარტებში არის 2 ჯოკერი (მოჯოკვრით) მიყავს იმას, ვინც ბოლომ მოჯოკრა.
თუ ჩამოსულ კარტებში არის კოზირი და არ არის ჯოკერი, მიყავს ყველაზე დიდ კოზირს.
თუ ჩამოსულ კარტებში არის მხოლოდ ნატარები კარტ(ებ)ი და არ არის კოზირ(ებ)ი და(ან)
ჯოკერი მიყავს ყველაზე მაღალ ნატარები ფერის კარტს."
თუ მოთამაშემ აიღო რამდენიც აცხადა, იღებს ქულას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით:
|
ნაცხადები:
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
|
ქულა:
|
100
|
150
|
200
|
250
|
300
|
350
|
400
|
450
|
ხოლო, თუ ნაცხადები კარტის რაოდენობა ემთხვევა ნარიგები კარტების რაოდენობას, ანუ სუყველა
თქვა და წაიღო, მაშინ ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით:
|
ნაცხადები:
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
|
ქულა:
|
100
|
200
|
300
|
400
|
500
|
600
|
700
|
800
|
900
|
თუ მოთამაშემ ვერ წაიღო იმდენი რამდენიც თქვა მაშინ მიიღებს ქულებს შემდეგი ცხრილის
მიხედვით:
|
წაღებული:
|
0
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
|
ქულა:
|
ხიშტი
|
10
|
20
|
30
|
40
|
50
|
60
|
70
|
80
|
90
|
ხიშტი სხვადასხვა მაგიდაზე შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგიდის შემქმნელს შეუძლია
დააყენოს რამდენი უნდა იყოს ხიშტი: ან მუდმივი ხიშტი ნებისმიერ დარიგებაზე -100 დან
-1000 მდე, ან სპეც. ხიშტი – ნარიგები კარტების რაოდენობა გამრავლებული -100–ზე (მაგალითად:
3 კარტია ნარიგები ხიშტი არის -300, თუ 9 კარტია ნარიგები ხიშტი არის -900).
თუ რომელიმე "პულკაში", მოთამაშე ყველა დარიგებაზე წაიღებს იმდენს რამდენიც აცხადა,
ის გადის პრემიაზე. ერთი მოთამაშე მაინც თუ გავიდა პრემიაზე, ყველა პრემიაზე გასულ
მოთამაშეს, ყველაზე დიდი ქულა (მის მიერ აღებული იმ "პულკაში", რომელშიც გავიდა პრემიაზე)
უორმაგდება, ხოლო დანარჩენ მოთამაშეებს ყველაზე დიდი ქულა (მის მიერ აღებული იმავე
"პულკაში") ეშლებათ. თუ არცერთი მოთამაშე არ გავიდა პრემიაზე, ყველას უნარჩუნდება აღებული
ქულები.
ჯოკერის მოთამაშეებისთვის არსებობს 7 სტატუსი, ყველა მოთამაშეს შეუძლია მოიპოვოს მაღალი
დონის სტატუსი, ვიდრე არის.
სტატუსები კი შემდეგია:
|
ჩაინიკი
|
დამწყები
|
მოყვარული
|
პროფესიონალი
|
იგროკი
|
მასტერი
|
ჯოკერის მამა
|
თავდაპირველად მოთამაშე იწყებს დამწყების სტატუსით, თამაშში გამარჯვებით კი ემატება
მოთამაშის რეიტინგი და გადადის შემდეგ სტატუსზე. გამარჯვებად ითვლება პირველ ან მეორე
ადგილზე გასვლა.
იაპონური ჯოკერის თამაშის დროს რეიტინგი არ ემატება მოთამაშეს.
ნებისმიერ დროს შეუძლია მოთამაშეს ნახოს თუ რამდენი რეიტინგი აკლია შემდეგ დონეზე გადასასვლელად,
ეს კი ჩანს ჯოკერის გვერდზე, მწვანე ინდიკატორის სახით:
ყოველი თამაშის დაწყების წინ, ინფორმაციის ფანჯარაში, მოთამაშეს შეუძლია ნახოს თუ რამდენი
რეიტინგი მოემატება მოგების შემთხვევაში. ასევე რამდენი დააკლდება წაგების, ან თამაშის
დროზე ადრე შეწყვეტის დროს.
თამაშის დროს მუდმივად ჩართულია წამზომი, რომელიც ითვლის რამდენად სწრაფად თამაშობთ,
სწრაფად თამაშის შემთხვევაში კი გიზრდით სისწრაფის კოეფიციენტს.
როდესაც თამაში მორჩება, გამარჯვების შემთხვევაში - თქვენი მოგებული ქულა სწორედ ამ
კოეფიციენტზე გამრავლდება.
ანუ სწრაფი თამაშით თქვენ იგებთ მეტ რეიტინგს.